სათემო აქტივიზმის ტრენინგი - Community Action Training

CAT-ის შესახებ

შერეული სასწავლო პროგრამა „სათემო აქტივიზმის ტრენინგი“ განკუთვნილია იმ ახალგაზრდა სათემო ლიდერებისა და აქტივისტებისთვის, ვისაც სურს არაძალდობრივი კამპანიების წარმართვა  არსებული მწვავე საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად.

„სათემო აქტივიზმის ტრენინგი“ პრაქტიკული, არაიდეოლოგიური სასწავლო პროგრამაა, იმ აქტივისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს წარმოდგენა სოციალური ტრანსფორმაციის, სოციალური ცვლილებების და არაძალადობრივი მოქმედების შესახებ.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს შემდეგი სამი საკვანძო თემის შესწავლას სთავაზობს:

  • არაძალადობრივი კამპანიები: სოციალური ტრანსფორმაციისა და სტრატეგიული არაძალადობის პრინციპები და პრაქტიკა
  • შიდა ორგანიზება: სტრუქტურა, გაძღოლა, კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება
  • უსაფრთხოება და გამძლეობა: მონაწილეთა კეთილდღეობა და კოლექტიური უსაფრთხოება

სასწავლო პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება:

  1. ფასილიტირებული ონლაინ კურსი (4 კვირა): „რეფლექსია არაძალადობრივ ცვლილებებზე“
  2. პირისპირ ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში (5 დღე): „თემის მობილიზება ცვლილებებისთვის – სოციალური ტრანსფორმაციის ტრენინგი“

სასწავლო პროგრამის საგანმანათლებლო მიდგომა ეფუძნება „სამშვიდობო განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტს“ („Designing Learning for Peace – Peace Education Competence Framework“). სასწავლო მეთოდოლოგია აგებულია არაფორმალური განათლებისა და თანასწორთა მიერ განათლების პრინციპებზე.

ტრენერები

სებასტიან შვაიცერი  – ტრენერი და კონსულტანტი, მუშაობს არაფორმალურ საგანმანათლებლო სექტორში 2003 წლიდან. სებასტიანი ფასილიტაციას უწევს სემინარებს და ატარებს ტრენინგ კურსებს შემდეგ თემებზე: მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების აქტიური მონაწილეობა.

სწავლების გარდა სებასტიანი ეხმარება სამოქალაქო მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებში.  სებასტიანმა შეიმუშავა CAT-ის სასწავლო გეგმა და ჩართულია როგორც უფროსი ტრენერი.

თამარ ტატიშვილი – ტრენერი და კონსულტანტი, რომელიც მუშაობს არასამთვარობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან საქართველოში. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში თამარი პასუხისმგებელია არაკომერციული მენეჯმენტის პროგრამასა და მისი ელექტრონული სწავლების კომპონენტზე. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლაში.

2012 წელს თამარმა მიიღო მაგისტრის ხარისხი არასამეწარმეო ორგანიზაციების მენეჯმენტისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებებით ენდრიუ იანგის პოლიტიკის კვლევების სკოლაში (Andrew Young School of Policy Studies), ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში. ის არის ედმუნდ მასკის სამაგისტრო სტიპენდიის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე (Edmund Muskie Graduate Fellowship Program). კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში მოსვლამდე თამარი მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მას აქვს უცხოურ და ადგილობრივ არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. თამარი ამჟამად სწავლობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს ტარტუს უნივერსიტეტში (the University of Tartu).

პროგრამის ტრენერები

ქამრან მამადლი – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. შემდგომ კი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა კონფლიქტების ტრანსფორმაციას სამაგისტრო პროგრამაზე Eastern Mennonite University-ში. სწავლის დასრულების შემდეგ, Edmund Muskie-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ვაშინგტონში Intenrational Foundation for Electoral System-ში (IFES).

ამჟამად, ატარებს ტრენინგებს და სემინარებს კონფლიქტებზე და არაძალადობრივ მოძრაობებზე, ასევე ეწევა კვლევით საქმიანობას სოციალური სამართლიანობის ცენტრში. არის სამოქალაქო აქტივისტი ქვემო ქართლიდან და პლატფორმა სალამ-ის თანადამფუძნებელი

თამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და USAID Georgia-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის” (ACCESS) ხელმძღვანელის მოადგილე;

თამარი ედმუნდ მასკის სამაგისტრო სტიპენდიის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა (Edmund Muskie Graduate Fellowship Program). მან 2011 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი აშშ-ში უილიამის და მერის სამართლის სკოლაში (William and Mary Law School). 2003 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და 2003-2006 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებს.

თამარი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია). ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ინსტრუქტორად  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 4 წელი მუშაობდა იურიდიული განათლების მხარდაჭერის ფონდში ტრენერად. 2011 წელს თამარი მუშაობდა მოწვეულ თანამშრომლად ეროვნული უსაფრთხოების არქივში (the National Security Archive) (არასამთავრობო ორგანიზაცია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში) და Sunlight Foundation-ში ვაშინგტონში. 2012 წლიდან 2015 წლამდე თამარი მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ერაყი, სომხეთ, აზერბაიჯანი) ორგანიზაციებში ადამიანის უფლებების, არჩევნების მონიტორინგისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების კუთხით.

ამჟამად ის არის ორგანიზაცია „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (international partnership for human rights) ბორდის წევრი.

 

გიორგი თვალიაშვილი – ფრილანსერი ტრენერ-კონსულტანტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაბს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ტრენერად და პარალელურად მართავს სხვადასხვა ტიპის პროექტებს. მას აქვს ბაკალავრის სტატუსი ბიზნეს ადამინისტრირების და ორგანიზაციული მართვის კუთხით, ხოლო მაგისტრის სტატუსი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ასევე გაიარა მიკრო მასტერი სტრატეგიული კომუნიკაციისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.

გიორგი ატარებს ტრენინგებს დებატების ხელოვნებაში, ეფექტურ კომუნიკაციაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, პროექტის მართვაში, ლიდერობასა და მრავალ სხვა საკითხში. გიორგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა სიდიდის პროექტებს და პარალელურად მუდმივად ეხმარება სხვებს განვითარებაში.

 

პროგრამის კოორდინატორი

თინათინ დოლიძე  -დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სოციოლოგიის სპეციალობით. შემდგომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი  სოციოლოგიაში. 2013 წლიდან აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.

დასაქმებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) 2019 წლიდან CAT-ის პროექტის კოორდინატორისა და CTC-ის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.