ENG

„სამოქალაქო საზოგადოების როლი” – კრებული

კრებული აერთიანებს კრიტიკულ მიმოხილვას და სასწავლო მაგალითებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. იგი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკითხველს უკეთ გაიაზროს სხვადასხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის არსებული მსგავსება და განსხვავება, საერთო გამოწვევები და სპეციფიკური თავისებურებები, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის პირობებში.

კრებულის მეორე ნაწილი შერჩეულია სახელმძღვანელოდან „შესავალი სოციოლოგიაში“, რომელიც ეკუთვნის ტონია კონერლისა და მის თანაავტორებს, სოციალური მოძრაობების და სოციალური ცვლილებების რაობას ეხება. ავტორები განიხილავენ ამ მოვლენას, როგორ კოლექტიური ქცევის ნაირსახეობას, მსჯელობენ მის მიზეზებსა და მნიშვნელობაზე, სთავაზობენ მკითხველს მრავალ განსხვავებულ თეორიულ პერსპექტივას.

მესამე ნაწილში შეთავაზებული მიმოხილვა ადაპტირებულია მაიკლ ვორტის სახელმძღვანელოდან „არა-მომგებიანი ორგანიზაციის მართვა.“ მასში თავმოყრილია არაკომერციული სექტორისა და ორგანიზაციების თეორიები და სასწავლო მაგალითები. ავტორი განიხილავს არამომგებიან ორგანიზაციებს, როგორც გახსნილ სოციალურ სისტემებს, მსჯელობს მათ მიზნებსა და ხელმისაწვდომ რესურსებზე, სტრუქტურასა და კულტურაზე, როლზე, რომელსაც ისინი ასრულებენ საზოგადოებაში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავი სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ.

მეოთხე ნაწილი, ადაპტირებულია კრისტოფერ მილერის სახელმძღვანელოდან „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა“ და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის არაძალადობრივ გზებსა და ფორმებს ეხება.