ENG

“სათემო აქტივიზმის ტრენინგი” – კონკურსის განაცხადი

 

განაცხადების მიღება სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული პირებისათვის

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT)

შერეული სასწავლო პროგრამა (ონლაინ კურსი და პირისპირ ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში)

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამის „სათემო აქტივიზმის ტრენინგი“-ს მონაწილეების მიღებაზე. სასწავლო პროგრამა მოიცავს ონლაინ სასწავლო კურსს და პირისპირ ტრენინგს.

პროგრამის ხანგრძლივობა: მარტი 2022 – აპრილი 2022

შერეული სასწავლო პროგრამა „სათემო აქტივიზმის ტრენინგი“ განკუთვნილია სათემო ლიდერებისა და აქტივისტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო მოძრაობებსა და/ან სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს და სურთ კამპანიების წარმართვა არსებული საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად.

სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) შესახებ

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) სამოქალაქო აქტივისტებისთვის შემუშავდა და დაინერგა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ 2018 წელს. CAT საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდა სათემო ლიდერებისა და აქტივისტებისთვის, ვისაც სურს არაძალდობრივი კამპანიების წარმართვისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარება.

„სათემო აქტივიზმის ტრენინგი“ პრაქტიკული, არაიდეოლოგიური სასწავლო პროგრამაა, იმ აქტივისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს წარმოდგენა სოციალური ტრანსფორმაციის, სოციალური ცვლილებების და არაძალადობრივი მოქმედების შესახებ.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს შემდეგი სამი საკვანძო თემის შესწავლას სთავაზობს:

  • არაძალადობრივი კამპანიები: სოციალური ტრანსფორმაციისა და სტრატეგიული არაძალადობის პრინციპები და პრაქტიკა
  • შიდა ორგანიზება: სტრუქტურა, გაძღოლა, კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება
  • უსაფრთხოება და გამძლეობა: მონაწილეთა კეთილდღეობა და კოლექტიური უსაფრთხოება

სასწავლო პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან:

  1. ონლაინ კურსი (4 კვირა): „რეფლექსია არაძალადობრივ ცვლილებებზე“
  2. გასვლითი პირისპირ ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში (5 დღე): „თემის მობილიზება ცვლილებებისთვის – სოციალური ტრანსფორმაციის ტრენინგი“

სასწავლო პროგრამის საგანმანათლებლო მიდგომა ეფუძნება „სამშვიდობო განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტს“ („Designing Learning for Peace – Peace Education Competence Framework“). სასწავლო მეთოდოლოგია აგებულია არაფორმალური განათლებისა და თანასწორთა მიერ განათლების პრინციპებზე.

სასწავლო კურსი ჩატარდება ქართულ ენაზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ტრენერთა გუნდის მიერ.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.catprogramme.org

პროგრამის დეტალური მიმოხილვა და ვადები

‘სათემო აქტივიზმის ტრენინგის“ ონლაინ ნაწილი ჩატარდება მარტის თვეში, ხოლო გასვლითი პირისპირ კურსი აპრილში. პროგრამა მოიცავს 2 სასწავლო კომპონენტს  და დამატებით საგრანტო შესაძლებლობას:

ორივე სასწავლო კომპონენტის დასრულების შემდეგ, პროგრამა კურსდამთავრებულებს სთავაზობს მიკრო გრანტების კონკურსში მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში სულ გაიცემა 6 მცირე გრანტი (თითოეული ინიციატივა დაფინანსდება 3000 ევროს ექუივალენტით ლარში). გრანტი გაიცემა როგორც ინდივიდუალურად წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე, ასევე წახალისებული იქნება მონაწილეებს შორის ჯგუფური პროექტები. პროექტები უნდა ემსახურებოდეს წარმოდგენილი სამოქალაქო კამპანიების/მოძრაობების გაძლიერებას და მათი ეფექტიანობის ხელშეწყობას.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

– იყოს სამოქალაქო მოძრაობის და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის ან კამპანიის აქტიური წევრი.

– ჰქონდეს უნარი და შესაძლებლობა წარმართოს და შესთავაზოს ქმედებები/კამპანიები თავის ჯგუფს (იყოს სამოქალაქო მოძრაობის ძირითადი ჯგუფის წევრი ან დაახლოებული პირი)

– შეძლოს სრულად ჩართული იყოს სასწავლო პროგრამის ორივე კომპონენტში (ონლაინ კურსი და პირისპირ ტრენინგი)

პირობები

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • სასწავლო პროგრამისთვის საჭირო სასწავლო მასალებს
  • 5 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს

განაცხადის გაკეთება

  • გთხოვთ, შეამოწმოთ აკმაყოფილებთ თუ არა მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმებს (იხ. ზემოთ)
  • შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/Kqqika8oRhYnUyqm8

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 15-მდე მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. განიხილება მხოლოდ სრულად შევსებული აპლიკაციები!

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2022

საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: ctc.catprogramme@gmail.com ან დაუკავშიდით პროექტის კოორდინატორს:  თიკა დოლიძე, 593 55 02 77, tika.dolidze@ctc.org.ge