სოციალური მოძრაობები

დონატელა დელა პორტა და მარიო დიანი

მიუხედავად იმისა, რომ ემპირიულად კოლექტიურ აქტორებს, რომლებიც ერთი მხრივ განსაზღვრულია, როგორც სოციალური მოძრაობები და მეორე მხრივ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, გარკვეულწილად თემების ურთიერთგადაფარვა ახასიათებთ, სოციალურ მეცნიერებაში ინტერესთა ეს ორი ველი, ფართო და მზარდი სფეროა – იშვიათად გადაიკვეთება. პოლიტიკურ და მედია დისკურსში ცალკეული ორგანიზაციები, ინდივიდები და მოვლენები ჩვეულებრივ, აღიწერება, როგორც ურთიერთგანმსაზღვრელი და სოციალური მეცნიერება ამ ორი ფენომენისთვის ძირეულად განსხვავებულ კონცეპტუალიზაციას მიმართავს.

მოცემულ თავში განხილულია, თუ როგორ აღწერს ამ ორი სფეეროს კავშირს სოციალური მეცნიერების ლიტერატურა, ნაჩვენებია მათი კონცეპტუალიზაციისას წამოჭრილი განსხვავებები და მსგავსებები, ისევე როგორც სოციალური აქტორების რეალური ევოლუცია, რაც ცნობილი და აღიარებულია, როგორც სოციალური მოძრაობები და სამოქალაქო საზოგადოება. მოცემული თავი იწყება ამ ორ კონცეფციას შორის არსებული ანალიტიკური ურთიერთობების აღწერით, შემდეგ ნაჩვენებია მათი ურთიერთკავშირისას წარმოქმნილი დაძაბულობა და დასკვნაში აღწერილია, თუ როგორ იზრდებოდა ეს დაძაბულობა დროთა განმავლობაში და როგორ შეიძლება სამომავლოდ მისი მოგვარება.

იხილეთ ვრცლად >> სოციალური მოძრაობები (თავი 6)

“ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო” წარმოადგენს  აკადემიური სტატიების/დებატების ვრცელ კრებულს. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია მხოლოდ ბეჭდურ ფორმატში სხვადასხვა საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში.

აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.