11 ქართული ისტორია ჩერნობილიდან

კვლევის ავტორი: თამარ მესხი, CAT-ის მეორე გამოშვების კურსდამთავრებული

ნაშრომი “11 ქართული ისტორია ჩერნობილიდან”. კრებულში გაერთიანებულია ჩერნობილის კატასტროფის ადგილზე მცხოვრები და მომუშავე ქართველების ისტორიები. გაეცანით თუ როგორ ცხოვრობდნენ ქართველი ლიკვიდატორები რადიაციულ ზონაში, რა ცხოვრების წესები ჰქონდათ მათ, როგორია მოგონებები კატასტროფის ადგილზე და როგორ რეალობაში ცხოვრობენ ისინი დღეს.

   >>ნაშრომი იხილეთ ბმულზე

ან­გა­რი­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლია თა­მარ მეს­ხის მიერ, “კონსულტაციისა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის” მი­ერ შე­მუშა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მის Community Action Training-CAT ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რი­ლია Bread for the World-ის და Erasmus + (EACEA) მი­ერ. დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­ზე სრუ­ლად პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ავ­ტო­რი და ტექ­ს­ტ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა ჩაით­ვა­ლოს “კონსულტაციისა და ტრე­ნინ­გის ცენტ­რის”, Bread for the World-ისა და Erasmus+ -ის პო­ზი­ცი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლად.

ავტორისგან

ჩერ­ნო­ბი­ლის­ ქარ­თ­ვე­ლი­ ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბის­ ­ ის­ტო­რი­ე­ბის­ გაც­ნო­ბის­ იდეა­ პირ­ვე­ლად­ 2019­ წლის­ ივ­ნის­ში­ და­მე­ბა­და,­ რო­ცა­ ეკ­რა­ნებ­ზე­ გა­მო­ვი­და­ HBO­-ს­ სე­რი­ა­ლი, “ჩერნობილი“.­ ამ­ ფილ­მ­მა ­კი­დევ­ ერ­თხელ­ მი­მარ­თა­ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­ ყუ­რადღე­ბა ­33 წლის­ წინ­ მომ­ხ­დარ­ კა­ტას­ტ­რო­ფა­ზე­ და,­ ამ­ მხრივ,­ არც­ ად­გი­ლობ­რი­ვი­ აუდი­ტო­რია  ყო­ფი­ლა ­გა­მო­ნაკ­ლი­სი ­­­ჩერ­ნო­ ბი­ლის­ მოვ­ლე­ნე­ბის­ მი­მართ­ მო­მა­ტე­ბუ­ლი­ ინ­ტე­რე­სი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და­ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც.­­

მა­ყუ­რებ­ლე­ბის­ მხრი­დან­ ისე­თი­ვე­ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა­ და­ ინ­ტე­რესს­ ვხე­დავ­დი,­ რო­გო­რიც­ არა­ერ­თხელ­ მე­ნა­ხა­ სხვა­ ფილ­მე­ბი­სა­ თუ­ მხატ­ვ­რუ­ლი­ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­ მი­მართ.­ თუმ­ცა,­ ამ­ შემ­თხ­ვე­ვა­ში­ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ­ის­ იყო,­ რომ­ HBO­-ს­ “ჩერნობილის”­ პერ­სო­ნაჟებს­ რე­ა­ლუ­რი­ პრო­ტო­ტი­პე­ბი­ ჰყავ­დათ.­ ისი­ნი,­ ვინც­ არა­მხო­ლოდ­ უკ­რა­ი­ნა­სა ­და ყო­ფი­ლი­ საბ­ჭო­თა­ კავ­ში­რის­ და­ნარ­ჩენ­ ქვეყ­ნებ­ში,­ არა­მედ­ ჩვენს­ გვერ­დი­თაც­ ცხოვ­რო­ბენ.­ სწო­რედ­ მა­შინ­ ვი­ფიქ­რე,­ რომ­ შე­იძ­ლე­ბო­და­ ეკ­რა­ნუ­ლი­ გმი­რე­ბი­სად­მი­ გა­ჩე­ნი­ლი­ ინ­ტე­რე­სი­ რე­ა­ლუ­რი­ ადა­მი­ა­ნე­ბის­კენ­ მიგ­ვე­მარ­თა.­

სა­ქარ­თ­ვე­ლომ­ სა­თა­ნა­დო­ პა­ტი­ვის­ცე­მა ­და­ მად­ლი­ე­რე­ბა ­ვერ­ გა­მო­ხა­ტა­ ჩერ­ნო­ბილიდან­ დაბ­რუ­ნე­ბულ­თა­ მი­მართ.­ მა­თი­ სამ­შობ­ლო­ში­ დაბ­რუ­ნე­ბის­ დროს­ ქვე­ყა­ნა­უკ­ვე­ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის­ ბრძო­ლა­სა­ და­ საპ­რო­ტეს­ტო­ აქ­ცი­ებს­ მო­ეც­ვა,­ ცო­ტა­ხან­ში­ კი ­ის­ სამ­ყა­როც­ და­ინ­გ­რა,­ რო­მელ­მაც­ სა­კუ­თა­რი­ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ­ჯერ არ­ ნა­ხულ კა­ტას­ტ­რო­ფას­თან­ გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად­ გაგ­ზავ­ნა.­ ადა­მი­ა­ნებს­ მი­ა­ვიწყ­დათ­ უჩ­ვე­უ­ლო­ ომი,­ სა­დაც­ მებ­რ­ძო­ლე­ბი­ უხი­ლავ­ ძა­ლას­ უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ­ და­ სა­კუ­თარ ­ქვე­ყა­ნას­თან­ ერ­თად­ კა­ცობ­რი­ო­ბა­საც­ იცავ­დ­ნენ.­

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში­ დღეს­დღე­ო­ბით­ ჩერ­ნო­ბი­ლის­ ტრა­გე­დი­ი­დან­ შე­მორ­ჩე­ნი­ლი­ მეხ­სი­ე­რე­ბის­ ერ­თა­დერ­თი­ ხი­ლუ­ლი­ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა­­­ 2009­ წელს­ გახ­ს­ნი­ლი,­ შემ­დ­გომ­ში­ კი ­გა­ძარ­ც­ვუ­ლი­ და­ აღდგენილი­ მე­მო­რი­ა­ლი­ ქუ­თა­ის­ში.

ყო­ვე­ლი­ვე­ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის­ გა­მო­ გან­ვიზ­რა­ხე,­ მო­მე­ძებ­ნა­ ქარ­თ­ვე­ლი­ ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბი­ და­ მა­თი­ ის­ტო­რი­ე­ბი­ ჩერ­ნო­ბი­ლის­ ტრა­გე­დი­ით­ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ­(და­ არა­მარ­ტო­ მათ­თ­ვის)­ მი­მეწ­ვ­დი­ნა.­ იმა­ვე­ პე­რი­ოდ­ში,­ კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა ­და­ ტრე­ნინ­გის­ ცენ­ტ­რის­ (CTC)­ ფარ­გ­ლებ­ში,­ სა­თე­მო­ აქტივიზმის ტრე­ნინ­გი­სათ­ვის­ პრო­ექ­ტის­ მომ­ზა­დე­ბა­ მქონ­და­ და­გეგ­მი­ლი­ და­ სწო­რედ­ ჩერ­ნო­ბი­ლის­ კა­ტას­ტ­რო­ფის­ სა­კითხ­ზე­ და­ვიწყე­ მუ­შა­ო­ბა.­ სა­ბო­ლო­ოდ,­ ცენ­ტ­რის­ ხელ­შეწყო­ბით,­ჩერ­ნო­ბი­ლის­ ქარ­თ­ვე­ლი­ ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბის­ ის­ტო­რი­ე­ბის­ შეგ­რო­ვე­ბა­სა­ და­ კრე­ბუ ლის­ სა­ხით­ გა­მო­ცე­მა­ზე­ შევ­ჯერ­დი.­

ზე­პი­რი­ ის­ტო­რი­ე­ბის­ შეგ­რო­ვე­ბის­ პრო­ცე­სი­ ასე­თი­ იყო:­ რეს­პონ­დენ­ტებს­­ სა­მუ­შაო­ად­გი­ლებ­სა­ თუ ­სახ­ლებ­ში ­ვსტუმ­რობ­დი.­ ისი­ნი­ კე­თილ­გან­წყო­ბით­ მხვდე­ბოდ­ნენ,­  იხ­სე­ნებ­დ­ნენ­ ძველ ­ამ­ბებს,­ ერ­თად­ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით ­ფო­ტო­ებს ­და­ მიყ­ვე­ბოდ­ნენ,­თუ­ რო­გორ­ და­იწყო­ ყვე­ლა­ფე­რი­­­ ხშირ­ შემ­თხ­ვე­ვა­ში­ ადა­მი­ა­ნებ­მა ­არც ­იცოდ­ნენ,­რომ­ რა­დი­ა­ცი­ულ­ ზო­ნა­ში­ სა­მუ­შა­ოდ­ გა­იწ­ვი­ეს­ და­ ამის­ შე­სა­ხებ­ გზა­ში,­ ან­ ად­გილ­ზე ­ჩას­ვ­ლი­სას­ღა ­იგებ­დ­ნენ.­ რეს­პონ­დენ­ტე­ბი­ იხ­სე­ნებ­დ­ნენ­ რა­დი­ა­ცი­ულ­ ზო­ნა­ში­ ცხოვ­რე­ბი­სა­ და­ მუ­შა­ო­ბის­ დე­ტა­ლებს­ და ­ჩემს­ თვალ­წინ­ ნა­წილ­­­ნა­წილ ­ცოცხ­ლ­დე­ბო­და­ მა­თი ­თვა­ლით ­აღ­ქ­მუ­ლი­ კა­ტას­ტ­რო­ფის ­ად­გი­ლი.­­

ამ­ კრე­ბულ­ში­ 11­ ადა­მი­ა­ნის­ ის­ტო­რიაა­ თავ­მოყ­რი­ლი.­ ზო­გი­ მათ­გა­ნი­ ჯა­რი­დან­ გა­იწ­ვი­ეს­ სა­ლიკ­ვი­და­ციო­ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე,­ ზო­გი­ ­­ სამ­სა­ხუ­რი­დან.­ მათ­ მო­გო­ნე­ბებს,­ სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის­ საფ­რ­თხის ­შემ­ც­ველ ­გა­რე­მო­ში­ მუ­შა­ო­ბის­ გარ­და,­ სხვა­ სა­ერ­თო­ხა­ზიც ­გას­დევს­ თან­­­ სო­ლი­და­რო­ბა­ ადა­მი­ა­ნებს­ შო­რის,­ თა­ნად­გო­მა­ და­ მე­გობ­რო­ბის­ ძა­ფე­ბი,­ რომ­ლე­ბიც­ 30­ წე­ლი­წად­ზე ­მე­ტი­ა,­ გრძელ­დე­ბა.

ზე­პირ­ ის­ტო­რი­ებ­ში­ და­ცუ­ლია­ მთხრო­ბელ­თა­ სა­უბ­რის­ სტი­ლი.­ ამ­ გზით­ ხერ­ხ­დე­ბა­ სა­მი ­ათე­უ­ლი ­წლის­ წი­ნან­დე­ლი­ სუ­რა­თის ­უფ­რო ­ნათ­ლად ­აღ­დ­გე­ნა ­და ­მო­ნათხ­რო­ბიც­ უფ­რო­ ავ­თენ­ტურ­ ხა­სი­ათს ­იძენს.­