პარტნიორები

სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) სასწავლო პროგრამა ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1999 წელს. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაძლიერებას, მონაწილეობა მიიღოს კარგი მენეჯმენტისა და მმართველობის პრაქტიკის დანერგვაში.  

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტად, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ლიდერობისა და სამუშაო კომპეტენციების მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მეორე მხრივ, საკონსულტაციო ცენტრად, რომელიც დახმარებას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციებს ორგანიზაციული სისტემების და სტრუქტურების გაძლიერებაში, ადეკვატური სტრატეგიებისა და მენეჯმენტის პრაქტიკის შემუშავებასა და დანერგვაში.

გარდა ამისა ცენტრი თავად ახორციელებს განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს როგორც განათლების, ისე სხვა სფეროებში. არის ჩართული დარგობრივ კვლევებში და ექსპერტული ჯგუფების მუშაობაში, მონაწილეობს მიმდინარე სახელმწიფო რეფორმებში. არის არაერთი ქსელის თუ კოალიციის შემქმნელი თუ წევრი.

ევროკავშირი საქართველოსთვის

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში – ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების პროცესში. დღეისათვის საქართველოში 200–ზე მეტი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პარტნიორების მიერ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.

მხარს უჭერს სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) სასწავლო პროგრამას 2021-2022 წლის პერიოდში.

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)

კონრად ადენაუერის ფონდი არის გერმანიის პოლიტიკური ფონდი, რომელიც ასოცირდება გერმანიის ქრისტიან -დემოკრატიულ პარტიასთან (CDU). მათი სამოქალაქო განათლების პროგრამები მიზნად ისახავს თავისუფლების, მშვიდობისა და სამართლიანობის ხელშეწყობას. ფონდი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, ევროპის გაერთიანებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე. 

მხარს უჭერს სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) სასწავლო პროგრამას 2021-2022 წლის პერიოდში. 

პური მსოფლიოსთვის (bread for the world)

პროტესტანტული ეკლესიების განვითარებისა და დახმარების სააგენტო გერმანიაში. მსოფლიოს 90 -ზე მეტ ქვეყანაში, ფონდი აძლევს საშუალებას მოწყვლად მოქალაქეებს გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრების პირობები. Brot für die Welt- ის მუშაობა უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნების მოსახლეობას დაეხმარება.

მხარს უჭერდა სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) სასწავლო პროგრამას 2017-2019 წლის პერიოდში. 

ერაზმუს+ (Erasmus+)

ERASMUS+ არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც აფინანსებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც დაკავშრებულია განათლებასთან, ტრენინგებთან, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარებასთან.

მხარს უჭერდა სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) სასწავლო პროგრამას 2017-2019 წლის პერიოდში.